четверг, 6 октября 2016 г.

პროექტი - გარემო ჩვენს ირგვლივ - დანაგვიანება


  პროექტებზე  დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებს  საშუალებას აძლევს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. ეჩვევიან პრობლემების  დანახვას და გადაჭრის გზების პოვნას. იღებენ უფრო გონივრულ გადაწყვეტილებებს. ხდებიან კომუნიკაბელურები. ეჩვევიან პუბლიკაციების მომზადებას მითითებულ თემაზე.
  პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს საშუალება მიეცათ სხვა თვალით დაენახათ დანაგვიანებული გარემო. უფრო ღრმად გაიაზრეს პრობლემის შინაარსი. დარწმუნდნენ იმაში, რომ ეს პრობლემა საყოველთაოა და ეხება ყველას მიუხედავად ასაკისა. მუშაობის პროცესში ისინი გახდნენ ბუნებაში მიმდინარე პროცესების დამკვირვებლები. განსაზღვრეს თავიანთი როლი გარემოს დანაგვიანების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში

вторник, 4 октября 2016 г.

       
                                       





  რეფლექსია

დღეს  ვიმსჯელეთ თემაზე "ფასილიტაცია და  დიფერენცირება."შესწავლილი მასალა და მიღებული რჩევები დამეხმარება მოსწავლეებთან ვიმუშაო უფრო პროდუქტიულად

четверг, 29 сентября 2016 г.

         რეფლექსია

დღეს გავეცანით პროექტების შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.  ეს სესია მასწავლებელს ეხმარება რომ შექმნან 21-ე საუკუნის უნარებზე მორგებული შეფასების რუბრიკა. რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა პროგრესს, მათ გონებრივ განვითარებას.  

четверг, 22 сентября 2016 г.

                                    რეფლექსია

დღეს  ვისაუბრეთ უკუკავშირის შესახებ.ვიმუშავეთ წყვილებში. გავაკეთეთ  უკუკავშირის სიმულაცია. მე გავეცანი ნინო თოდუას პროექტს, ის კი ჩემსას.  აღვნიშნეთ რა მოგვეწონა, რა იყო კარგი.  ერთმანეთს  მივეცით რჩევები,  ნინოს რჩევას  აუცილებლად გავითვალისწინებ.
 ტრენერმა გაგვაცნო როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები. რა ფორმით და როგორ გამოვიყენოთ სხვა ავტორების ნაშრომები. ტრენინგი ნაყოფიერი იყო.

вторник, 20 сентября 2016 г.

                                რეფლექსია
დღეს განვიხილეთ  შეფასების სტრატეგიები და მეთოდები. გავეცანით მრავალ მეთოდსა და შეფასების ინსტრუმენტს. მეთოდების მრავალფეროვნება დამეხმარება მივაღწიო პროგრესს სასწავლო პროცესში პროგრესს.

вторник, 13 сентября 2016 г.

         რეფლექსია
პროექტის ფარგლებში ბავშვები  გაეცვნენ ბუნებრივ და ხელოვნურ გარემოს..დააკვირდნენ და დააჯგუფეს გარემოში არსბული ობიექტები. ბავშვებმა გამოიკვლიეს რა ანაგვიანებს გარემოს. აიღეს ინტერვიუ მეეზოვეებისაგან. გამოუშვეს კედლის გაზეთი. დაასუფთავეს სკლის ეზო. დაამზადეს პლაკატები გარემოს დანაგვიანების საწინააღმდეგოდ.