четверг, 29 сентября 2016 г.

         რეფლექსია

დღეს გავეცანით პროექტების შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.  ეს სესია მასწავლებელს ეხმარება რომ შექმნან 21-ე საუკუნის უნარებზე მორგებული შეფასების რუბრიკა. რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა პროგრესს, მათ გონებრივ განვითარებას.  

четверг, 22 сентября 2016 г.

                                    რეფლექსია

დღეს  ვისაუბრეთ უკუკავშირის შესახებ.ვიმუშავეთ წყვილებში. გავაკეთეთ  უკუკავშირის სიმულაცია. მე გავეცანი ნინო თოდუას პროექტს, ის კი ჩემსას.  აღვნიშნეთ რა მოგვეწონა, რა იყო კარგი.  ერთმანეთს  მივეცით რჩევები,  ნინოს რჩევას  აუცილებლად გავითვალისწინებ.
 ტრენერმა გაგვაცნო როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები. რა ფორმით და როგორ გამოვიყენოთ სხვა ავტორების ნაშრომები. ტრენინგი ნაყოფიერი იყო.

вторник, 20 сентября 2016 г.

                                რეფლექსია
დღეს განვიხილეთ  შეფასების სტრატეგიები და მეთოდები. გავეცანით მრავალ მეთოდსა და შეფასების ინსტრუმენტს. მეთოდების მრავალფეროვნება დამეხმარება მივაღწიო პროგრესს სასწავლო პროცესში პროგრესს.

вторник, 13 сентября 2016 г.

         რეფლექსია
პროექტის ფარგლებში ბავშვები  გაეცვნენ ბუნებრივ და ხელოვნურ გარემოს..დააკვირდნენ და დააჯგუფეს გარემოში არსბული ობიექტები. ბავშვებმა გამოიკვლიეს რა ანაგვიანებს გარემოს. აიღეს ინტერვიუ მეეზოვეებისაგან. გამოუშვეს კედლის გაზეთი. დაასუფთავეს სკლის ეზო. დაამზადეს პლაკატები გარემოს დანაგვიანების საწინააღმდეგოდ.